მესის სარეკორდო მატჩი, დუბლი და პრიმერაზე შეუჩერებელი "ბარსელონა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 28-ე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "სოსიედადი" 6:1 გაანადგურა.

მესიმ "ბარსაში" 768-ე მატჩი ჩაატარა, ხავის გაასწრო და კლუბის რეკორდსმენი გახდა. დღევანდელ შეხვედრაში არგენტინელმა დუბლი შეასრულა, საგოლე გადაცემა გააკეთა და 23 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. ამას გარდა, მან 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბარსელონამ" პრიმერაზე ბოლო 18 მატჩიდან 15 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 62 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ატლეტიკოს" 4 ქულით ჩამორჩება და 5 აპრილს "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს.

სან სებასტიანი. "რეალე არენა"
სოსიედადი - ბარსელონა 1:6
გოლები: 0:1 გრიზმანი (37), 0:2 დესტი (43), 0:3 დესტი (53),
0:4 მესი (56), 0:5 დემბელე (71),1:5 ბარენეჩეა (77), 1:6 მესი (89)

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესის ქუსლის მკვნეტავებო კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ცივი წყლის დალევა!
BARCA CHAMPION
08:50 22-03-2021
7
ხუთწლიანი კონტრაქტი ბარსელონასთან და წელიწადში საშუალოდ 50 თამაშს თუ ჩავთვლით ზღაპრულ რეკორდს დაამყარებს 1000 მატჩით. ღმერთმა ხელი მოუმართოს.
emigranti
05:18 22-03-2021
4

სიახლეები პოპულარული