გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსისთვის" თავდამსხმელ რონალდოს გუნდში ყოფნა ფინანსურად წამგებიანია, მზადაა 25 მილიონ ევროდ გაყიდოს და მისი შეძენის სურვილი "რეალს" აქვს.
თუმცა ესპანური COPE ირწმუნება, რომ "რეალს" 36 წლის რონალდოს დაბრუნება არ უნდა, ვინაიდან ახალი ვარსკვლავის დამატებას აპირებს, რომელიც მომავალში უფრო სასარგებლო იქნება.
თავად კრიშტიანო ტურინელთა პროექტით იმედგაცრუებულია და გუნდის გამოცვლას გეგმავს.