კუმანი "რეალთან" მსაჯობით აღშფოთებულია

AutoSharing Option
"რეალთან" ლა ლიგის 30-ე ტურში დამარცხების (1:2) შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გააკეთა.

"პირველ ტაიმში შეტევაში ცუდად ვითამაშეთ, დაცვაშიც. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ და მხოლოდ მინდა ვთხოვო მსაჯს სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. იმ სიტუაციაში (მენდისთან კონტაქტის შემდეგ ბრეიზუეითის წაქცევა) პენალტი უნდა დაენიშნა, ხოლო დამატებული ოთხი წუთიდან ორწუთნახევარი თავის რაციას მოანდომა.

ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მაგრამ ისევ ბედთან შერიგება და დადუმება მოგვიწევს. არ მესმის, ესპანეთში VAR-ი რაში სჭირდებათ? ეს ეპიზოდი ყველამ ნახა", - ციტირებს კუმანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
კუმანს შეიძლება დაეთანხმო რაღაც მომენტებთან დაკავშირებით, მაგრამ დიდწილად თავის თავს უნდა დააბრალოს ეს წაგება მაინც. პარი სენ ჟერმენთან დაშვებული სტრატეგიული შეცდომა გაიმეორა. კერძოდ - პირველ ნომრად თამაში გუნდთან, რომელსაც ამ მომენტისათვის შენზე ბევრად დაბალანსებული შემადგენლობა ყავს დიდი შეცდომაა. ამ მომენტისათვის ბარსელონას დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სერიოზული სისუსტეები აქვს. დაცვაში პრობლემებია - გამოუცდელი მინგესა და არაუხო, არასტაბილური დესტი, რომელიც ზოგ თამაშში შეტევაში კარგად ერთვება, მაგრამ როგორც მცველი მაინც არ არის გრანდის დონის ფეხბურთელი, ნახევარდაცვაც პრობლემურია - ბუსკეტს უჭირს ასაკის გამო და 18 წლის პედრისათვის საკვანძო როლის დაკისრება, მიუხედავად მისი ნიჭისა მაინც არასერიოზულია. შეუდარებლად უკეთესი, გამოცდილი და შეთამაშებულია "რეალის" და არამარტო "რეალის" ნახევარდაცვა. ნახევარდაცვა როდესაც ვერ ქაჩავს, მესის უწევს ძალიან უკან დაწევა და ეს ამცირებს შეტევით პოტენციალს. გუნდს არ ყავს "ცხრიანი", რომლის როლიც ბოლო ხუთი წელია საგრძნობლად გაიზარდა. ამ როლის დაკისრება დემბელესათვის არ ამრთლებს, რადგან ეს მისი ამპლუა არ არის. დემბელე საერთოდ ცალკე თემაა. მოკლედ ამ ფონზე როგორც ვთქვი პირველ ნომრად თამაში რეალთან ან ფრანგებთან აუხსნელი მოჩანს...
არტ
01:20 12-04-2021
3
მაშინ ეს მითხარი მოდრიჩის, კროოსის, ბენზემას და კაზემიროს დონის რომელი მოთამაშე ჰყავს ბარსას
მამუკა
19:46 12-04-2021
2

სიახლეები პოპულარული