"საწუწუნოდ მზად ხარ?!" - მოდრიჩისა და პიკეს საუბარი "კლასიკოს" შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცოტა ხნის წინ გამართულ "ელ კლასიკოში" მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა, ხოლო მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" მცველ ჟერარდ პიკესა და "ბლანკოსის" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს შორის მცირე დიალოგი შედგა.

- აბა, მზად ხარ წაგების შემდეგ საწუწუნოდ?

- ვერ დაინახე, 4 წუთი დაამატა, 4 წუთი...

- აბა, შენ რამდენი გინდოდა?

ამის შემდეგ პიკემ მართლაც წუწუნი დაიწყო და მსაჯს ესაუბრებოდა:

"მარტო 4 ცვლილება იყო. სულ მცირე, კიდევ ერთით მეტი. და რა ქენით, 4 წუთი დაამატეთ? სამარცხვინოა!"

მართლაც, პიკეს, წუწუნის გარდა, რაღა დარჩენოდა რო...

მკითხველის კომენტარები / 6 /
თანამედროვე ფეხბურთში, ბოლო წუთებში კონცენტაცია თუ ვერ შეძელი, ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. ყოველ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, თამაშის ბოლოსკენ. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა ეს უნდა შეიგნონ. რამდენჯერ წავიტეხეთ კისერი სწორედ ამ ბოლო 2-3 წუთში, ყველა ვხედავთ. პიკეს კიდევ 2 წუთი უნდოდა ან სამი-)) იმიტომ, რომ მართლა ხდება ამბები ბოლო წუთებზე.
4 წუთი
02:52 16-04-2021
0
ისე ბოლო წუთზე მართლა გადარჩა რეალი
მადრიდისტა
15:54 15-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული