ზიდანის საიდუმლო?! როგორ აღწევს ფრანგი წარმატებას

AutoSharing Option
25 თებერვალს ზინედინ ზიდანი პრესკონფერენციის შემდეგ ძალიან გაბრაზებული ჩანდა. ფრანგ სპეციალისტს, როგორც წესი, მსგავს მდგომარეობაში ვერ ნახავ, ის ზედმეტად თბილი და მომღიმარი ადამიანია. განრისხების მიზეზი სეზონის ცუდი მიმდინარეობა გახლდათ. მადრიდელები კოპა დელ რეის ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობნენ, ლა ლიგაშიც ლიდერს დიდი ჰანდიკაპით ჩამორჩებოდნენ და “რეალის” 2020/2021 წლების სეზონი უიმედოდ მოჩანდა. 

დღესდღეობით ყველაფერი შეიცვალა. მეტიც, ვერავინ ხსნის, თუ როგორ შეუძლიათ “სამეფო კლუბის” წარმომადგენლებს ამხელა ჩავარდნის აღმოფხვრა. “ლოს ბლანკოსი” ლა ლიგის ჩემპიონობის  მთავარი კანდიდატია. გუნდი ასევე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იმყოფება, სადაც მათი მეტოქე
ლონდონის “ჩელსია”. 

აბსოლუტურად ყველა მწვრთნელმა იცის, რომ თუ შენ კარგი მეკარე და 2 მაღალი დონის მცველი, კარგი ნახევარდაცვა და თავდასხმა გყავს, მაშინ შენი გუნდი კონკურენტუნარიანია. კარის დარაჯი ტიბო კურტუა გახლავთ, დაცვაში რაფაელ ვარანსა და სერხიო რამოსს შეხვდებით, ნახევარდაცვის ტრიო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში; გუნდის საყრდენ ნაწილში კაზემირო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი ირიცხებიან, თავდასხმაში კი ფანტასტიკურ ფორმაში მყოფი კარიმ ბენზემა შეგხვდებათ. მადრიდელები დიდი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით თამაშობენ. მათ კარგად შეუძლიათ წინასწარ წაიკითხონ მეტოქის ტაქტიკური მონახაზი და კონტრსქემით მოწინააღმდეგე უშანსოდ დაამარცხონ.

რაც ყველაზე მთავარია, “ლოს ბლანკოსს” უნიკალური ნიჭი აქვს. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი თამაშების ისე მოგება, როგორც არავის. მიმდინარე სეზონში მადრიდელებმა “ბარსელონასთან”, “ატლეტიკოსთან”, “სევილიასთან”, “ინტერთან”, “ატალანტასთან” და “ლივერპულთან” არცერთი თამაში არ წააგეს, თუმცა პატარა გუნდებთან  დაპირისპირებებს აშკარად აგდებენ.

“სამეფო კლუბის” თამაშის სტილიდან გამომდინარე, ვერასდროს დაინახავ იმას, რომ მათ ჩავარდნა აქვთ. ზიდანის გუნდი ერთ მუშტადაა გაერთიანებული და დისციპლინირებულად გადაადგილდებიან, რაც მათ კონკრეტულ პოზიციაზე ნაკლს ავსებს. რთულია გაუტანო “რეალს”, როდესაც გუნდს შეუძლია შემთხვევაში უმალ შეტევაზე გადავიდეს. მოდი, დავფიქრდეთ, რას მოაქვს შედეგი? კარგ დაცვას, რასაც ბრძნული საფეხბურთო გამონათქვამიც ადასტურებს: 

“თამაშს იგებს შეტევა, ტურნირს - დაცვა”.

რეალობაში “რეალს” გასულ თვეშიც კი ორ ფრონტზე მებრძოლ გუნდად არავინ თვლიდა, თუმცა სინამდვილე სხვაა, რადიკალურად სხვა თან. ისინი მეტოქეს ბევრად მეტ “ტკივილს“ აყენებენ, ვიდრე თვითონ იღებენ. მათი სისტემა სწორ დროს შეიცვალა, რამაც გუნდის ნათელ გზაზე სვლას ხელი შეუწყო. 

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


altკაზემირო ნეიმარზე უკეთესია...

მკითხველის კომენტარები / 3 /
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 1/4 ფინალი გამახსენდა, ბრაზილიის მართლაც ზესუპერ მოთამაშეებით დაკომპლექტებული ნაკრები, მახსოვს როგორ ანაწილებდა ზიზუ მოთამაშეებს და თუ ვის რა უნდა გაეკეთებინა, ლიდერობის გარდა მწვრთნელობაც შეითავსა, ჩემდა სამწუხაროდ საფრანგეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა, მაშინ მივხვდი რომ ზიზუ გენიალური მწვრთნელი გახდებოდა ისევე როგორც ფეხბურთელი იყო
llcl
18:48 16-04-2021
2
ზიდანი ფეხბურთელიც გენიოსი იყო და მწვრთნელიც გენიოსი გამოდგა
მამუკა
14:32 16-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული