მესის მამა ლაპორტასთან მოსალაპარაკებლად ბარსელონაში ჩავიდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის მამა ხორხე მესი, რომელიც თავისი შვილის აგენტიცაა, კატალონიის დედაქალაქში ჩავიდა.

ამ დღეებში ის "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან ლეოს კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებას გამართავს.

ლიონელს "ბარსასთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, ლაპორტა კი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს გუნდში დარჩენა სურს და მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბარსას სახე და ლეგენდა, აუცილებლად უნდა დარჩეს ბარსაში!!! მესით მიყვარს ბარსა და ფეხბურთი!!!
barsa mesi
12:14 19-04-2021
0
მოურინიო გაუშვეს
სალი
14:03 19-04-2021
0

სიახლეები პოპულარული