კონგრესმენები "ბარსელონას", "რეალისა" და "ატლეტიკოს" ლა ლიგიდან მოკვეთას მოითხოვენ

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, ესპანეთის კონგრესში განიხილეს და დაგმეს ევროპის სუპერლიგის შექმნა.

მემარცხენე საარჩევნო ალიანსის - Unidas Podemos ("ჩვენ ერთად შეგვიძლია") წარმომადგენელმა ანტონ გომეს-რეინომ სუპერლიგაში გაერთიანებული "ბარსელონას", "რეალისა" და "ატლეტიკოს" ლა ლიგიდან მოკვეთის წინადადება წამოაყენა.

ამავე ალიანსის კიდევ ერთმა წევრმა ჟაუმე ასენსმა განაცხადა, რომ ყველაფერი "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ინიციატივით მოხდა და ეს დიდი კლუბების ინტერესებს ემსახურება, მოკრძალებულ გუნდებს კი აზარალებს.

პარტია Más País-ის წარმომადგენელმა ინიგო ერეხონმა საჭიროდ ჩათვალა, ევროკომისიას მიმართონ, რათა დაადგინონ, სუპერლიგა არღვევს თუ არა ესპანეთში შეჯიბრებების ჩატარების წესს.

მათ
მხარი გალისიელმა, ვალენსიელმა და ბასკმა კონგრესმენებმა დაუჭირეს.

დეპუტატთა კონგრესი ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაა, რომელშიც 350 წევრია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კონტრაკტის შესრულების ვალდებულებაც გადაიხედოს და დაევალდებულოს ყველას!!! არავითარი კომპენსაციები და 5წლიანი კონტრაქტის გაფორმების მერე 3დღეში სხვა გუნდში გადასვლა!!! მხოლოდ ბოლო ერთი წელით განისაზღვროს კომპენსაციიის სანაცვლოდ და კოლოსალური თანხების გადახდაც შეწყდეს ფეხბურთელების ტრანსფერებში!!! ფულმა და მწვრთნელების პრაგმატიზზმა ასევე კლუბის მფლობელების რომ სულ პასი პასი დაღეჭილი გოლის გატანას რომ ეუბნებიან ფეხბურთელებს და საკარიმოსთან და მის გარეთ რომ აგორავებენ გაუთავებლად ბურთს შეწყდეს !!! და კარში დარტყმის საშუალება მისცენ ფეხბურთელებს!!!
Simartle
12:17 23-04-2021
0
რახან ფლოს დაერხა, ბარემ დროა გაუქმდეს უზარმაზარფასიანი ტრნსფერები, ფეხბურთელების გაყიდვა, როგორც მონების, უნდა შეწყდეს და ყველამ თავის ქვეყანაში უნდა ითამაშოს
ზვიადი
01:04 21-04-2021
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული