"რეალის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა მორიგი ტრავმა მოირჩინა და მოედანზე ახალი ვარცხნილობით დაბრუნდება.
მან ვარცხნილობის გასაკეთებლად ლონდონიდან პირადი პარიკმახერი ჩაიყვანა, რამაც ესპანეთში დაწესებული კარანტინის გამო ბევრი გააღიზიანა.
პარიკმახერმა ახმედ ალსანვიმ, რომლის კლიენტებს შორის ჯესი ლინგარდი, პოლ პოგბა და ტემი აბრაჰამი არიან, "ისტაგრამზე" ძვირფასი თვითმფრინავით მოგზაურობის სურათები გამოაქვეყნა.
"ხალხი მეკითხება, რით ვარ დაკავებული... მეგობრებს ახალ ვარცხნილობას ვუკეთებ... ეს ცხოვრების წესია. სასიამოვნოა, რომ ჩემი ძმა ედენი მოედანზე ბრუნდება", - წერს ახმედი.
ალსანვი მადრიდში მაშინ ჩაფრინდა, როდესაც დიდი
ბრიტანეთის მთავრობა თავის მოქალაქეებს განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევების გარდა არ ურჩევს ქვეყნის ფარგლების დატოვებას.