სერხიო რამოსი დაბრუნდა და "ჩელსისთან" ითამაშებს

AutoSharing Option
"რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ტრავმა მოირჩინა და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა, - იტყობინება "მარკა".

გამოცემის მტკიცებით, 35 წლის რამოსი "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში ითამაშებს, თუმცა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის სამედიცინო შტაბი მიიღებს.

რამოსს ტრავმის გამო ერთი თვე გაუცდა, ამ სეზონში კი ლა ლიგის 15 მატჩში 2 პენალტი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული