ლა ლიგის 33-ე ტურში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "გრანადასთან" 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მესიმ 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარმა სტუმრებმა კი მეორე ტაიმში კონტრშეტევაზე შექმნილი ორივე მომენტი გამოიყენეს და გაიმარჯვეს.
"გრანადას" ბურთის ფლობის 17% ჰქონდა და "ნოუ კამპზე" პირველად სძლია "ბარსელონას".
63-ე წუთზე, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, "ბარსას" მწვრთნელმა კუმანმა მსაჯ ფუერტესთან პროტესტი გამოთქვა და გააძევეს.
ასე რომ, "ბარსელონამ" გალიდერების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, მესამე ადგილზე დარჩა და 2 მაისს გასვლაზე "ვალენსიას" შეხვდება.
ბარსელონა. "ნოუ კამპი"
ბარსელონა - გრანადა 1:2
გოლები: 1:0 მესი (23), 1:1 მაჩისი (63), 1:2 მოლინა (79)