მესიმ მთელ გუნდს სახლში პურმარილი გაუშალა - "ბარსა" პრიმერას მოგებაში დარწმუნებულია

AutoSharing Option
ლა ლიგის 34-ე ტურის დასკვნით მატჩში "სევილია" საკუთარ მოედანზე "ბილბაოსთან" 0:1 დამარცხდა (გოლი 90-ე წუთზე ვილიამსმა გაიტანა) და ფაქტობრივად, ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლაში მხოლოდ დიდი სამეული დარჩა: ლიდერი "ატლეტიკო" (76 ქულა აქვს), მეორე პოზიციაზე მყოფი "რეალი" (74 ქულა) და მესამეადგილოსანი "ბარსელონა" (74 ქულა).

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. 8 მაისს "ბარსა" "ატლეტიკოს", ხოლო "რეალი" 9 მაისს "სევილიას" მასპინძლობს.

კატალონიური გუნდის მცველმა ჟერარდ პიკემ თქვა, რომ ყველაფერი მათ ხელთაა, უბრალოდ "ატლეტიკოს" უნდა სძლიონ და ყველაფერი მარტივადაა.

"ბარსელონას"
პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კი შემდეგი განაცხადა: "ვალენსიასთან" მატჩის წინ მე ვთქვი, რომ თუ დარჩენილ 5 შეხვედრაში ვიმარჯვებთ, ლა ლიგას მოვიგებთ. ახლა უკვე 5 კი არა, 4 თამაში დარჩა. მე ჩემი გუნდის მჯერა".

"ვალენსიასთან" ნამატჩევს "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად მთელი გუნდი სახლში სადილზე დაპატიჟა. კატალონიური "სპორტი" იტყობინება, რომ მესი ძალიან მოტივირებულია და ცდილობს გუნდში სათანადო განწყობა შექმნას.

მკითხველის კომენტარები / 18 /
სავარაუდოდ გამოსამშვიდობებელი ვახშამი იყოსეზონი მორჩება და სიტისკენ ჰერი ჰერი... მშვიდობით ლეგენდავ
912
04 მაისი 2021 16:19
8
თამადა ყოფილა ანსუ ფატი
მეგრელი
04 მაისი 2021 15:29
3
ლივერპულთან,რომ დემბელემ ბოლო წუთზე 100% ვერ შეაგდო ჩემთვის ვთქვი ეს
ლივერპულში სანანებელი არ გაგვიხდესთქო ...გრანადას,რომ ნოუკამპზე ესეთ მეორე ტაიმს აჩუქებ ხაარ კი ღირსი ჩემპიონობის. პ.ს.ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა იყოს ძირითადში პიკე,მადლობა მას იმისათვის რაც გაუკეთებია კარიერაში გუნდისთვის,მაგრამ ეხლა რატომ?
sake
04 მაისი 2021 14:51
1
პურმარილი კი არა ცხვარი "დაჟე" დაუკლავთ თურმე.
კონსტანტინე თავართქილაძე
04 მაისი 2021 14:11
2
კონსტანტინე, შენ იმ პურმარილზე იქ იყავი? "დაჟე" როცა ცხვარი დაკლეს?
კონსტანტინეს.
04 მაისი 2021 15:25
0
ჟურნალისტების ფანტაზია, რა ვთქვი რა? ჯერჯერობით არავინ იცის, ლეომ რისთვის დაპატიჟა თანაგუნდელები. ისეთი ბრძოლა მიდის ჩემპიონობისათვის, რომ კაცმა არ იცის ბოლოს ვინ გახდება ჩემპიონი.
laSa
04 მაისი 2021 11:12
2
თურმე რისთვის ჭირდებოდა ჭაჭა მესის მთხოვა და გაუგზავნე იცოდე ვერ ჩავიდოდი რა მორიდებული ბიჭია რაა..:))
აჩი***
04 მაისი 2021 09:34
3
აუფ იხუმრა კაცმა და აღარ შეარგოთ, გინდა გაიცინა გინდა არაა რაა გასაბრაზებელი?
fff
04 მაისი 2021 11:59
3
აჩი, სად გავიცინოთ? გეტყობა შენი ჭაჭა გაქვს გადაკრული და იმიტომ ურევ.
აჩის
04 მაისი 2021 11:14
11
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ, დაუშვათ და ბარსასავით რეალმაც მოიგო 4-ვე მატჩი მაშინ? ამ შემთხვევაში ქულები თანაბარი ექნებათ და ყველაფერს ურთიერთშეხვედრები გადაწყვეტს, სადაც რეალს უპირატესობა აქვს. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ჩემპიონიც რეალი გახდება.
თომა
04 მაისი 2021 09:22
1
ხოდა ათლეტიკომ, რომ გაანიავა ქულები, იმიტომაც არის ამ სამ გუნდში 3-4- ქულებით განსხვავება. დდ
hhh-ს
04 მაისი 2021 18:45
0
მასე რეალმა და ბარსამ მეტი გაანიავა, აბა როგორ იქნება სხვანაირად ატლეტიკო პირველზე?დდ
hhh
04 მაისი 2021 15:48
1
ყველა გამოხმაურება
ანუ ამათ იმის იმედი აქვთ რომ რეალი დაკარგავს ქულებს, ჯერ გადახტით და ჰოპლა მერე დაიძახეთ
მამუკა
04 მაისი 2021 04:16
7
reals iseti rtuli kalenfari aqvs tu barsam atletikos mougo didi albatobit chempionia magram frezec atletiko advilada gaxdeba chempioni. ise realisgan araferi gamikvirdeba ligac rom moigos da primerac win saintereso finishia...
ggg
04 მაისი 2021 09:58
1
მამუკა, ფეხბურთი ისეთი თამაშია, რომ არაფერია გამორიცხული.
mamukas
04 მაისი 2021 09:56
0

სიახლეები პოპულარული