გვარდიოლას მამა: პეპი არასოდეს წაიყვანს მესის და "ბარსას" ზიანს არ მიაყენებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მამამ, ვალენტი გვარდიოლამ, "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის "ქალაქელებში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

"არ არსებობს სამყაროში გუნდი, რომელიც თავის რიგებში მესის არ ინატრებდა. მე ვნახე, როგორ თამაშობდა ლეო 12-13 წლისა და გაოგნებული დავრჩი. ის არაჩვეულებრივია. ასეთი ფეხბურთელები ძალიან ცოტაა და დარწმუნებული ვარ, პეპი თავის გუნდში ისურვებდა.

პეპი მესის ყოველთვის საუკეთესოდ თვლიდა, მაგრამ ის "ბარსელონაშია". პეპი არასოდეს არ წაიყვანს მესის და "ბარსელონას" ზიანს არ მიაყენებს", - ციტირებს ვალენტი გვარდიოლას "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ადამიანები ! ბრავო
Luca
15:05 17-05-2021
0

სიახლეები პოპულარული