VAR-ის პარადოქსები - რეალი წაგებას 90+4-ე წუთზე გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 35-ე ტურში "რეალისა" და "სევილიას" მატჩი 2:2 დასრულდა.

"რეალს" გამარჯვების შემთხვევაში გალიდერება შეეძლო, მაგრამ კინაღამ დამარცხდა - სტუმრები 2:1-ს იგებდნენ, როდესაც კროოსმა შორიდან დაარტყა, ბურთი დიეგო კარლოსს (თუ აზარს) მოხვდა და რიკოშეტით ბონოს კარში აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ 74-ე წუთზე მსაჯმა მუნუერამ ბენზემას წაქცევისთვის პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დაასკვნა, რომ იერიშის დაწყებამდე მილიტაოს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კურტუას კარში დანიშნა და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი სისრულეში რაკიტიჩმა მოიყვანა.

"სამეფო გუნდი" 30 იანვრის შემდეგ პრიმერაზე 15 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 77 ქულით ლიდერი კვლავ "ატლეტიკოა", "რეალსა" და "ბარსელონას" 75-75 ქულა აქვთ, ხოლო 71 ქულით მეოთხე ადგილზე "სევილიაა".

მადრიდი. "დი სტეფანო"
რეალი - სევილია 2:2
გოლები: 0:1 ფერნანდო (22), 1:1 ასენსიო (67), 1:2 რაკიტიჩი (78, პენ), 2:2 დიეგო კარლოსი (90+4, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩამთავრდება ეს ჩემპიონატი და ვიღაცა ჩემპიონი გახდება,მაგრამ უნდა ვაღიაროთ,რომ წელს,არც ერთი გუნდი არ არის,საჩემპიონო დონის.ჩემპიონობისათვის ბრძოლის გამწვავება,ლიდერების დასუსტებამ გამოიწვია და არა, მდევრების გაძლიერებამ.
სოსო
09:47 10-05-2021
1
ისე რა ბედი აქვს ამ იღბალა რეალს? ეს ინვალიდი აზარი საიდან გამოხტა?
gaga
10:30 10-05-2021
11

სიახლეები პოპულარული