"ლევანტესთან" ლა ლიგის 36-ე ტურში ფრედ დასრულებული (3:3) მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გააკეთა.
"რაც მოხდა, ამის ახსნა ძნელია. პირველი ტაიმი გუნდმა კარგად ჩაატარა, მაგრამ მეორე ტაიმში ინტენსივობას მოუკლო. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით.
ისეთი გუნდისთვის, როგორიც "ბარსელონაა", 45 წუთში 3 გოლის გაშვება არანორმალურია. ჩვენი მიზანი დარჩენილი სამივე მატჩის მოგებაა, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან რთულადაა. როგორც მწვრთნელი, დაკარგულ ქულებზე პასუხისმგებელი ვარ. შედეგით ძალიან იმედგაცრუებულნი დავრჩით.
მწვრთნელის მუშაობას ყოველთვის კრიტიკულად აფასებენ და მესმის, ასეთი მეორე ტიმის შემდეგ ჩემთან კითხვები გექნებათ.
წინ უნდა ვიაროთ და შემდეგი სეზონისთვის მოვემზადოთ", - ციტირებს კუმანს "მარკა".
მწვრთნელის მუშაობას ყოველთვის კრიტიკულად აფასებენ და მესმის, ასეთი მეორე ტიმის შემდეგ ჩემთან კითხვები გექნებათ.
ეს ორი თავგზააბნეული კლუბი, რეალი და ბარსელონა, წელს არ იმსახურებენ ჩემპიონობას, მაგათზე მეტად ამას სევილია და ატლეტიკო იმსახურებენ.