კუმანი: შემდეგი სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ

AutoSharing Option
"ლევანტესთან" ლა ლიგის 36-ე ტურში ფრედ დასრულებული (3:3) მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გააკეთა.

"რაც მოხდა, ამის ახსნა ძნელია. პირველი ტაიმი გუნდმა კარგად ჩაატარა, მაგრამ მეორე ტაიმში ინტენსივობას მოუკლო. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით.

ისეთი გუნდისთვის, როგორიც "ბარსელონაა", 45 წუთში 3 გოლის გაშვება არანორმალურია. ჩვენი მიზანი დარჩენილი სამივე მატჩის მოგებაა, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან რთულადაა. როგორც მწვრთნელი, დაკარგულ ქულებზე პასუხისმგებელი ვარ. შედეგით ძალიან იმედგაცრუებულნი დავრჩით.

მწვრთნელის მუშაობას ყოველთვის კრიტიკულად აფასებენ და მესმის, ასეთი მეორე ტიმის შემდეგ ჩემთან კითხვები გექნებათ.
წინ უნდა ვიაროთ და შემდეგი სეზონისთვის მოვემზადოთ", - ციტირებს კუმანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარსელონას ქომაგი ვარ, მაგრამ დღეს მხოლოდ იმას ვოცნებობ რომ ატლეტიკომ არ წაიფორხილოს და ჩემპიონი გახდეს.
ეს ორი თავგზააბნეული კლუბი, რეალი და ბარსელონა, წელს არ იმსახურებენ ჩემპიონობას, მაგათზე მეტად ამას სევილია და ატლეტიკო იმსახურებენ.
jango
11:57 12-05-2021
3
კუმან ბარსა კი მოემზადება მაგრამ შენ ბარგის ჩალაგებისთვის არ ემზადები ნეტა?!უმოტივაციო ლევანტეს ვერ უგებ,თან 0-2 დან ამოგიქაჩეს,მივულოცოთ ატლეტიკოს,ვიღაცა ხო უნდა გახდეს ჩემპიონი არც ბარსას და არც რეალს ეს არ დაუმსახურებიათ,ატლეტიკო ძაან მოეშვა თორემ 5-6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი,ისე რამოდენიმე წლის წინ მახსოვს ზუსტად ეს სამეული იბრძოდა ჩემპიონობისთვის (სევილიას გამოკლებით) და 3-4 ტური ზედიზედ ასე თამაშობდა ეს სამეული ან ყველა იგებდა ან ვერცერთი,საკაიფო სპექტაკლი დადგეს მაშინ,ბოლო ტურში დაჟე ბარსამ დეპორტივოს მისცა თამაში 10 კუშიანი არ მახსოვს ეყო თუ არა მაშინ დეპორს გადასარჩენად,მოკლედ ფული და სანახაობაო,მაგრამ მგონი მხოლოდ ფული დარჩა ამ ფეხბურთში
გულშემატკივარი
05:01 12-05-2021
3

სიახლეები პოპულარული