"ატლეტიკოს" ოქრომდე ორი ნაბიჯიღა დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურში "ატლეტიკომ" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "სოსიედადი" 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები მე-16 წუთზე კარასკომ დააწინაურა, 28-ე წუთზე კორეამ მეორედ დაამწუხრა მეკარე რემირო, მატჩის დასასრულს სანსებასტიანელებმა შეუტიეს, მეკარე ობლაკმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, 83-ე წუთზე კი სუბელდიამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

"ატლეტიკო" 80 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ "რეალს", რომელიც დღეს სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდება - 5 ქულით.

დიეგო სიმეონეს გუნდს ორი მატჩი აქვს დარჩენილი - სახლში "ოსასუნასთან" და გასვლაზე "ვალიადოლიდთან" და ჩემპიონობასთან ახლოსაა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წელს მაგრად უმართლებს ატლეტიკოს, ჯერ რო ბარსა და რეალი წარმოუდგენელ ქულებს კარგავენ და მერე ბოლო ტურებში ორი პენალტი ვერ გამოიყენეს ბოლო წუთებზე მოწინააღმდეგე გუნდებმა,წელს თუ ვერ გახდა ჩემპიონი მართლა არ ყოფილან ღირსები
მამუკა
18:40 13-05-2021
0
არც ესენი უქნია ღმერთს მარა იმ ორ უტავმოყვარეოზე(ბარსა, რეალი) უფრო ეგენი იმსახურებენ.
1

სიახლეები პოპულარული