
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ცვლილება სავსებით რეალურია.
კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მიმდინარე კვირაში ხავის ესაუბრა, რომელიც ამჟამად "ალ სადს" წვრთნის.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანელ მწვრთნელსა და ყატარულ კლუბს შორის ხელშეკრულება 2 წლის ვადით სულ ცოტა ხნის წინ გახანგრძლივდა, არაბები ხავის "ბარსელონაში" წასვლის უფლებას მისცემენ.
ახლა კი მთავარი "ბლაუგრანას" შეთავაზებაა.
ხავი "ალ სადს" 2019 წლის მაისიდან წვრთნის და მასთან ერთად გუნდმა 6 ტიტული მოიგო.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით