სუარესის გოლი 88-ე წუთზე და "ატლეტიკო" თითქმის ჩემპიონია

AutoSharing Option
ლა ლიგის ფინიში მართლაც თრილერს დაემსგავსა, ბოლოსწინა, 37-ე ტურში ლიდერი "ატლეტიკო" სახლში 0:1 აგებდა "ოსასუნასთან", მაგრამ 82-ე წუთზე რენან ლოდიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე ლუის სუარესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

თანაქალაქელების ფეხის დაცდენის შემთხვევაში "რეალი" გაპირველდებოდა, რომელმაც ნაჩოს გოლით სტუმრად 1:0 დაამარცხა "ბილბაო".

"ბარსელონამ" მოახერხა და "ნოუ კამპზე" ლეო მესის გოლით დაწინაურების შემდეგ 1:2 წააგო "სელტასთან" - დუბლი სანტი მინამ შეასრულა.

23 მაისს, "ატლეტიკო" უკანასკნელ ტურში გასვლაზე "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, პრიმერას მოიგებს.

იმავე დღეს "რეალი" "ვილიარეალს" უმასპინძლებს, ხოლო
"ბარსელონა", რომელიც ჩემპიონობისათვის ბრძოლას გამოეთიშა, სტუმრად "ეიბარს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კუმანის გათავისუფლებას, მოყვება ისევ სიტუაციის დაძაბვა, ფეხბურთელების გაშვება და ასე შემდეგ. აღარ უნდა დამთავრდეს ბარსაში ეს მდგომარეობა? სიმართლე გითხრათ, ბარსა ხომ მეცოდება ასეთ დღეში, რომ არის და ყველაზე ძალიან მენანება, მესის დაკარგული ყოველი წამი, ამ უიღბლობების გამო. რა კარგ ხასიათზე იყო ლეო თასის მოპოვების დროს, უხაროდა იცინოდა. ეხლა ისევ დაუბრუნდება, თავის ჩვეულ გულჩათხრობილობას და აღარაფრის ხალისი აღარ ექნება. როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ მე, რომ ლეოსი ვიყო, ყველას ხელს დავუქნევდი და ვეტყოდი, სულ კარგად! არავინ არაფრის ღირსები არ არიან.
barsa mesi
17 მაისი 2021 15:47
0
ბარსას გარდა თუკი ვინმეს მოგება გამიხარდებოდა ეს მხოლოდ ატლეტიკოა! სუარესი ასიანი იმსახურებს ამ უდიდეს ტრიუმფს!
BARCA
17 მაისი 2021 08:53
0
უკაცრავად მაგრამ ნანეტანი მოუვიდატ სუარეს რომ ეს აკადრეს მერე რა აზრი უნდა გქონდეს ამგენზე
olegi chikovani
17 მაისი 2021 17:29
0
სიმართლე გითხრა, მეც ეგ უნდა დამეწერა, უბრალოდ დამასწარი. ბარსას თავგადკლული ფანი ვარ, განსაკუთრებით ლეო მესის. ბარსას მხრიდან ჩაგდებული თამაშების გამო, მაგარი გულდაწყვეტილი ვარ. ერთადერთი, შენი თქმის არ იყოს, ათლეტიკო თუ ჩემპიონი გახდება, სუას გამო გამისწორდება. (მიუხედავად ჩვენი ტრადიციული "მტრობისა") რომელსაც ძალიან უპატივცემულოდ მოექცნენ. ფაქტიურად ათლეტიკო სუარესმა გააჩემპიონა. აი ასეთი ფეხბურთელი გაუშვეს ბარსადან.
barsa mesi
17 მაისი 2021 12:49
0
ჟურნალისტ "გაპირველდებოდა" ქართულია? ინსტიტუტში თუ არა სკოლაში მაინც არ გისწავლია ქართული ენა და ლიტერატურა?
დიმა
17 მაისი 2021 08:53
1
წელს ატლეტიკოს ძალიან მაგრად უმართლებს ბოლო წუთებზე, ხან თვითონ იტანენ და ხან ამათ კარში პენალტს ვერ იტანენ
მამუკა
17 მაისი 2021 04:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული