ლა ლიგის 36-ე ტურში "ატლეტიკომ" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "სოსიედადი" 2:1 დაამარცხა.
მასპინძლები მე-16 წუთზე კარასკომ დააწინაურა, 28-ე წუთზე კორეამ მეორედ დაამწუხრა მეკარე რემირო, მატჩის დასასრულს სანსებასტიანელებმა შეუტიეს, მეკარე ობლაკმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, 83-ე წუთზე კი სუბელდიამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.
"ატლეტიკო" 80 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ "რეალს", რომელიც დღეს სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდება - 5 ქულით.
დიეგო სიმეონეს გუნდს ორი მატჩი აქვს დარჩენილი - სახლში "ოსასუნასთან" და გასვლაზე "ვალიადოლიდთან" და ჩემპიონობასთან ახლოსაა.