კატალონიური "სპორტის" ცნობით, მწვრთნელი რონალდ კუმანი 99%-ით დატოვებს "ბარსელონას".
ნიდერლანდელი გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მის შემცვლელს ვერ იპოვის.
"სელტასთან" ლა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხების შემდეგ "ბარსა" საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა - უკანასკნელად პრიმერა 2019 წელს მოიგო.