ლაპორტა ფიქრობს, როგორ მოიშოროს კუმანი და მიიწვიოს თუ არა ფლიკი

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" ამერიკული Goldman Sachs-ისგან 500 მილიონი ევროს ოდენობის სესხი აიღო, კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კი განაცხადა, რომ მომავალ კვირაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

ლაპორტა უკმაყოფილოა მწვრთნელ რონალდ კუმანის მუშაობით და მისი სამუშაოდან დათხოვნა სურს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მისთვის გვარიანი კომპენსაციის გადახდა მოუწევს, ფულის უყაირათოდ ხარჯვას კი არ აპირებს. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი აშრაფ ბენ აიადი ავრცელებს.

"მარკა" იტყობინება, რომ ლაპორტა უკვე ეძებს კუმანის შემცველს და კანდიდატურებს განიხილავს: ხავის მიწვევა არ უნდა, რადგან გუნდში
ბევრი მისი ყოფილი თანაგუნდელია. თანაც, გასაგებ მიზეზთა გამო თავად ხავისაც არ აწყობს სამუშაოს გამოცვლა.

იურგენ კლოპის "ლივერპულიდან" და ერიკ ტენ ჰაგის "აიაქსიდან" გადმობირება შეუძლებელია და ამ ვითარებაში ყველაზე რეალურ და სასურველ ვარიანტად დროებით უმუშევარ ჰანს-დიტერ ფლიკის მიწვევაა. თუმცა, ფლიკი შეიძლება გერმანიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კუმანი მაღალი დონის საკლუბო მწვრთნელი რომ არ არის, ეს ცხადია რადგან არცერთ კლუბში სადაც იმუშავა, კარგი შედეგი არ ქონია. თავის დროზე დაშალა საკმაოდ კარგი ვალენსია, მერე ჩავარდნა მოხდა ევერტონშიც. ამასთან არასდროს ქონია გამოცდილება უმაღლესი დონის გუნდთან მუშაობის. კარგი შედეგი მხოლოდ ჰოლანდიჲს ნაკრებთან ქონდა თუმცა ნაკრები სხვა სპეციფიკაა. მოკლედ ეს პროექტი თავიდანვე განწირული იყო, ისევე როგორც სეტიენის შემთხვევაში. გრანდს სჭირდება გრანდის შესაფერისი მწვრთნელი , რომელსაც ეს უკვე დამტკიცებული აქვს და თანაც ამ ბოლო დროს. ეს ეხება რეალსაც. უნდა ყველანაირად სცადონ დაიტოვონ ზიდანი ან თუ ეს არ გამოვიდა, მოიყვანონ კონტე ან ვინმე მისი დონის.
არტ
09:48 20-05-2021
0
კუმანი არის ედიკა. ადრე ბარსელონაში ლეგენდა (ანუ "ცეკას მდივანი") იყო და ეხლა მწვრთნელად ჩამოათრიეს. დაქცეულ განადგურებულ ბარსელონაში ჩამოათრიეს. ყველაფერი უარესობისკენ მიდის, მაგრამ რო კითხო ყველაფერი კარგად მიდის. "ალტერნატივა" არა აქვს, გამათხოვრებულ კლუბს მისი გაგდება ან სხვისი მოყვანა არ შეუძლია. 90 იანები უდგას ბარსას მალე შუქის ჩაქრობებიც დაიწყება
Rivaldo
05:11 20-05-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული