ბრავო, ლაპორტა - "ბარსელონას" რეალურად აღსაზევებლად პირველი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა!

AutoSharing Option
გაზაფხულზე "ბარსელონას" პრეზიდენტად არჩეულ ჟოან ლაპორტას უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო წილად, მაგრამ ის გამოცდილი და ჭკვიანი კაცია და კლუბის გადასარჩენად და გუნდის აღსაზევებლად პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, - იტყობინება "მარკა".

გამოცემის ცნობით, ლაპორტამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საინვესტიციო ბანკისგან - ამერიკული Goldman Sachs-ისგან, 500 მილიონი ევროს ოდენობის სესხი აიღო. ამ თანხის ნაწილით ფეხბურთელების დავალიანება დაიფარება.

"ბარსამ" მომავალი სეზონის დაგეგმვისას ყველაზე უარესი ვარიანტი გათვალა, როდესაც მატჩები კვლავ მაყურებლების გარეშე ჩატარდება და ისევ სერიოზული შემოსავლების გარეშე დარჩება. აღებული სესხი არავითარ შემთხვევაში არ მოხმარდება
"ნოუ კამპის" რეკონსტრუქციასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

აღნიშნულია, რომ Goldman Sachs-მა სესხის დაფარვის სხვა ბანკებზე გაცილებით უკეთესი და შეღავათიანი პირობები შესთავაზა.

ადრე "ბარსელონამ" წლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, კლუბის მოკლევადიანმა ვალმა 730 მილიონი შეადგინა, ხოლო სრულმა დავალიანებამ - თითქმის 1.2 მილიარდი.

"ეს ფული კლუბის სტაბილურობის გარანტია. ახლა ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ მომავალი სეზონების გამო", - განაცხადეს კატალონიურ კლუბში.

რა თქმა უნდა, სესხს დაფარვა სჭირდება და ლაპორტა არ არის "ხვალემ იზრუნოს ხვალისას" იმედით და იმიტომაა დიდი მენეჯერი და მეურნე, რომ ყოველი სვლა წინასწარ აქვს გათვლილი. თუმცა ამ რთულ დროში რაიმეს ბოლომდე პროგნოზირება შეუძლებელია.

ლაპორტამ არ დამალა, რომ დიდი გარდაქმნების ხანა იწყება: "მე ვთქვი, რომ სიტუაციას სეზონის ბოლოს შედეგის მიხედვით შევაფასებ. თასის მოგებით ვამაყობთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდით, ლა ლიგაზე განცდილი მარცხისთვის კი ახსნა ვერ მომიძებნია.

უკვე შემდეგი კვირიდან მრავალ გადაწყვეტილებას მივიღებთ და თქვენ ამას დაინახავთ. ამაზე კომენტარებს გავაკეთებთ. თავჩაუხრელად მუშაობა გვმართებს. "ბარსას" ყველა ტურნირზე კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა ჰყავდეს.

ეს ციკლი დასრულდა. ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ამას აუცილებლობად ვთვლი".

მკითხველის კომენტარები / 6 /
იმედია უცხოპლანეტელთან ერთად მსოფლიო რეკორდს 2-8-ს ვერ მოხსნის.
ვა რა დონეა
18:27 21-05-2021
1
ეს იმ საფინანსო კორპორაციის-ინსტიტუტის,ფონდი-ბანკია რომელიც,სუპერ ლიგის დაფინანსებას აპირებდა.
გივი-გია
20:04 19-05-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული