ხავი ერნანდესი და რაული თავიანთ ყოფილ კლუბებთან მწვრთნელის რანგში დაბრუნებას განიხილავენ, ამისთვის კი ყოფილმა ნახევარმცველმა კატარის "ალ სადთან" კონტაქტი უნდა გაწყვიტოს და კატალონიაში დაბრუნდეს.
თუ რონალ კუმანი და ზინედინ ზიდანი დაკავებულ თანამდებობას დატოვებენ, მარტივი გასათვითცნობიერებელი იქნება, თუ ვინ ჩაანაცვლებს მათ.
ყველას უნდა გუნდში შემდეგი გვარდიოლა
"სევილიის"
"ჩელსიმ" იგივე ფრენკ ლამპარდთან სცადა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე გუნარ სოლსკაიერთან, "არსენალმა" კი მიკელ არტეტასთან. ვინ როგორ გაამართლა მაგას გულშემატკივარი გადაწყვეტს, თუმცა ფაქტია, კლუბებმა უკვე დაიწყეს ლეგენდების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნება.
ხავი შეუძლებელია იყოს გვარდიოლა, ხოლო რაული დელ ბოსკე, მათ თავიანთი უნიკალური გზა აქვთ, რასაც უნდა გაყვნენ. ამასთან ერთად ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ორი სპეციალისტი იმ ხელფასსაც არ მოითხოვს, რასაც მაგალითად მაურისიო პოჩეტინო და კარლო ანჩელოტი იღებენ, ამრიგად, წარმოდგენილ ესპანურ კლუბებს ფინანსური კრიზისის დროს ეყოლებათ მწვრთნელები, რომლებსაც გული მოთამაშე ფეხბურთელებზე არანაკლებ შესტკივათ.
ორივეს აქვს ლიდერული თვისებები, რაც გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ტაიმებს შორის შესვენებისას, გასახდელში საჭიროა ლიდერი, რომელიც ყველაფერს გარედან აკვირდება და უყურებს სპეციალისტის თვალით, ეს ყველაფერი კი ამ ორივე ლეგენდას გასისხლხორცებული აქვს.
როდესაც კლუბში ახალი მწვრთნელი მოდის, მას გუნდთან შესაჩვევად გარკვეული დრო სჭირდება, ხოლო როდესაც კლუბის ყოფილი ლეგენდა საკუთარ "სახლში" ბრუნდება, ამ შემთხვევაში მისი მოთხოვნილებები, ემოციები და მონდომება ერთიორად იზრდება. ამიტომ ვფიქრობ, ორივე კლუბს ეს გზა დიდ წარმატებას დაუბრუნებს.
აღსანიშნავია ასევე, "ბარსელონას" ახალი ბილიკი სჭირდება, რაც ევროპის მასშტაბით დომინანტობამდე მიიყვანს, რონალ კუმანის დანიშვნის გეგმამ არ გაამართლა, რის გამოც გუნდი ფაქტობრივად ჩამოიშალა, რაც შეეხება "რეალს", "სამეფო კლუბს" კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ აშკარა ჩავარდნა აქვს, ამიტომ მათ ახალი სისხლი სჭირდება, რაც საბოლოოდ, ზინედინ ზიდანის გუნდიდან წასვლას და კლუბის ყოფილი ლეგენდის დაბრუნებას გულისხმობს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
ხავი და "ბარსა" კვლავ ერთად - "ალ სადი" ესპანელს გაუშვებს, მთავარი "ბლაუგრანას" წინადადებაა