კუმანი და 17 ფეხბურთელი "ბარსას" დატოვებენ - ვინღა დარჩება?

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟონ ლაპორტამ 500-მილიონევროიანი სესხი აიღო და როგორც ჩანს, გუნდის სრულად გადახალისებას აპირებს. მისი აზრით, ამ შემადგენლობით გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა არ შეუძლია და პირველ რიგში სამუშაოდან მწვრთნელს, რონალდ კუმანს დაითხოვს. ნიდერლანდელმა თქვა, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში კლუბის ხელმძღვანელობის მხარდაჭერას ვერ გრძნობს და თუ გაშვებას უპირებენ, დროზე უნდა უთხრან.

ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა ლეო მესი, თუმცა BeIn Sports-ის ცნობით, არგენტინელი კლუბთან კონტრაქტს გააგრძელებს. ჟურნალისტი გილერმე ბალაგე იტყობინება, რომ ლაპორტას განსაკუთრებით არ მოსწონს გუნდზე მცველ ჟერარდ პიკეს გავლენა, მისი უეფას
პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინთან შეხვედრები და ამას გარდა, ის, რომ ძალიან მაღალ ხელფასს იღებს. იდეაში პიკე ერიკ გარსიამ (მანჩესტერ სიტი) უნდა შეცვალოს.

ლაპორტას გეგმაში მთლიანობაში ტრანსფერზე 15-17 ფეხბურთელის დაყენება შედის და მზადაა მათით დაინტერესებული კლუბების წინადადებები მოისმინოს. "შავ სიაში" ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ანსუ ფატი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არიან. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ანტუან გრიზმანი "იუვენტუსს" მიჰყიდონ.

უკვე ცნობილია, რომ კატალონიურ კლუბში გააგრძელებს კარიერას სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) და არაა გამორიცხული ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი) დაიმატონ. მოკლედ, ზაფხულში ძალიან საინტერესო ამბები მოხდება და ვნახოთ, ამ საქმიდან რა გამოვა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კუმანამ თავისი თავი თვითონ დაღუპა სუარესის გაშვებით. თუ კაცია თვითონვე უნდა გადადგეს, რასაც დარწმუნებული ვარ ზიდანი გააკეთებდა ანალოგიური შეცდომა რომ დაეშვა. ამიტომ არის კაცი და ამასთან როგორც ფეხბურთელ-მწვრთნელი ლეგენდა,
კოკა
15:48 24-05-2021
0
კვარა წაიყვანეთ რეჟიმში ჩასვით და გამოგადგებათ .
zurabi
12:35 23-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული