"ბარსადან" გაგდებულმა სუარესმა "ატლეტიკოს" ჩემპიონატი მოაგებინა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "ატლეტიკომ" სტუმრად 2:1 სძლია "ვალიადოლიდს" და მეთერთმეტედ გახდა ჩემპიონი - მეორედ სიმეონეს ხელმძღვანელობით.

სუარესმა ამ სეზონში 32 მატჩში 21 გოლი (3 პენალტით) გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა - მისი 11 გოლი გამარჯვების მომტანი გამოდგა. ურუგვაელმა მეხუთედ მოიგო პრიმერა.

ვალიადოლიდი. "ხოსე სორილია"
ვალიადოლიდი - ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 პლანო (18), 1:1 კორეა (57), 1:2 სუარესი (67)

"რეალმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა"ვილიარეალი" და ვერცხლის მედლები მოიპოვა. თუმცა, ამ სეზონში ტიტულის გარეშე დარჩა.

მადრიდი. "დი სტეფანო"
რეალი - ვილიარეალი 2:1
გოლები: 0:1
პინო (20), 1:1 ბენზემა (87), 2:1 მოდრიჩი (90+2)

"ბარსელონამ" მესის გარეშე, ნახევრადსარეზერვო შემადგენლობით გასვლაზე 1:0 მოუგო "ეიბარს" და მესამე ადგილზე გავიდა, რაც 2008 წლის შემდეგ მისი ყველაზე უარესი შედეგია.

ეიბარი. "იპურუა მუნისიპალი"
ეიბარი - ბარსელონა 0:1
გოლი: გრიზმანი (81)

ასე და ამგვარად, ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკო", "რეალი", "ბარსელონა" და "სევილია" იასპარეზებენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კუმან და აჩკარიკა! სუამ მოგიკითხათ, როგორ ხასიათზე ხართ?
0
მადლობა სიმეონეს თუ კუმანს????
საკითხავი აი ეს არის
12:36 23-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული