ლუის სუარესი: ზაფხულში მე დამამცირეს

AutoSharing Option
ლუის სუარესმა ლა ლიგის ბოლო ტურში "ვალიადოლიდთან" გატანილი გოლით "ატლეტიკოს" გამარჯვება და ოქროს მედლები მოაპოვებინა, ნამატჩევს კი აღელვებულმა As-თან კომენტარი გააკეთა:

"გასულ ზაფხულში რთული სიტუაცია გადავიტანე. მე დამამცირეს. "ატლეტიკომ" თავისი კარი გამიღო და ჩემი კლასის ჩვენების საშუალება მომცა.

ჩემთვის ეს სეზონი ყველაზე რთული გამოვიდა".

"ბარსელონადან" გაშვებულმა სუარესმა ამ სეზონში ჩემპიონატის 32 მატჩში 21 გოლი გაიტანა, რომელთაგან 11 გამარჯვების მომტანი გამოდგა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუნდაც მარტო იმიტომ არის კუმანი გასაპანღურებელი გუნდიდან, ასეთი უმაღლესი კლასის ცენტრფორვარდი რომ დაითხოვა. ბარტომეუ უკვე გაღმაა გასული და ახლა მაგას კუმანიც უნდა მიჰყვეს. "სუა"-ს კი ახალ-ახალ წარმატებებს ვუსურვებ!
ტყეშელაანთ გიჟი
12:26 23-05-2021
1
ბართომეუს და კუმანის ბრალია შენი გაშვება. ასეთ მოდგომას ნამდვილად არ იმსახურებდი! შენი გაშვებით მესისაც გაუფუჭეს ხასიათი. სუა ძალიან მენანები და ამავე დროს შენი გოლებით, რომ გახადე ათლეტიკო (რომელიც, რეალთან ერთად, სულ არ მეხატებიან გულზე) ჩემპიონი, ამით დაუმტკიცე "ზოგიერთებს" რომ მაგრად შეცდნენ შენთან მიმართებაში.
ბარსა
23:39 22-05-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული