ლუის სუარესმა ლა ლიგის ბოლო ტურში "ვალიადოლიდთან" გატანილი გოლით "ატლეტიკოს" გამარჯვება და ოქროს მედლები მოაპოვებინა, ნამატჩევს კი აღელვებულმა As-თან კომენტარი გააკეთა:
"გასულ ზაფხულში რთული სიტუაცია გადავიტანე. მე დამამცირეს. "ატლეტიკომ" თავისი კარი გამიღო და ჩემი კლასის ჩვენების საშუალება მომცა.
ჩემთვის ეს სეზონი ყველაზე რთული გამოვიდა".
"ბარსელონადან" გაშვებულმა სუარესმა ამ სეზონში ჩემპიონატის 32 მატჩში 21 გოლი გაიტანა, რომელთაგან 11 გამარჯვების მომტანი გამოდგა.