მადრიდის "რეალის" ბელგიელ ნახევარმცველ ედენ აზარს "სამეფო კლუბიდან" წასვლა აქვს განზრახული.
ედენს ესპანური გრანდის დატოვება სურს და ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნების სურვილით არის შეპყრობილი, - წერს El Chiringuito.
30 წლის ფეხბურთელი თვლის, რომ პსჟ-დან კილიან მბაპეს სავარაუდო ტრანსფერი გუნდში მის მდგომარეობას გააუარესებს.
აზარმა ლა ლიგის გასულ სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. კიდევ იმდენი ტრავმა მიიღო, რამდენი თითიც კიდურებზე საერთოდ არ აქვს...