დავიდ ალაბა "რეალის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ავსტრიის ნაკრების 28 წლის მცველმა დავიდ ალაბამ "ბაიერნი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "რეალში" გადავიდა.

"სამეფო კლუბმა" ალაბას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 12 მილიონი ევრო დაუნიშნა.

ის "ბაიერნის" შემადგენლობაში ათჯერ გახდა გერმანის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ამ სეზონში ალაბამ ბუნდესლიგის 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
Me is ver gavige relashi raundoda roca aset magar pontshi iyo. Momaval cels baierni isev ufro magari gundi iqnrba vidre realo
Milani
17:34 29-05-2021
5
ესეც აზარის ან ბეილის ბედს გაიზიარებს. აქეთიქით გუნდებში გადასულ ფეხბურთელებს, არავის უმართლებს, ან სკამზე ხეხვით ჩაკვდებიან, ან ტრავმებით.
ვიგონებ რამეს?
09:34 29-05-2021
11

სიახლეები პოპულარული