სერხიო აგუერო "ბარსელონას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა, - ამის თაობაზე კატალონიური კლუბი თავისი საიტით იტყობინება.

აგუერომ "მანჩესტერ სიტიში" 10 წელი ითამაშა, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "ბარსასთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა.

"კუნის" კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა.

მან პრემიერლიგის გასულ სეზონში 12 მატჩში 4 გოლი (1 პენალტით) გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აგუერო, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია, არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, მაგრამ მებადება ასეთი კითხვა, მაშინ "ასაკოვანი" სუარესი რისთვის გაუშვეს? მომკალით და ამ "ფორმულას" ვერაფრით ვერ ვხსნი. მე მგონი ლაპორტა ბართომეუს შეცდომა დანაშაულის გამეორებას აპირებს, კერძოდ: ბუსკეცის, ალბას და გრიზმანის გაშვებას აპირებსო და ეს თუ გამართლდება, მაშინ ბარსას საშველი ნამდვილად აღარ იქნება. ერთი ხელის მოსმით ლეგენდების გაშვება, ეს არის გუნდისთვის დამღუპველი, რომელსაც არავითარი გამართლება არა აქვს. უკვე რა ვიფიქრო აღარ ვიცი...
barsa
12:37 01-06-2021
0

სიახლეები პოპულარული