32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა, - ამის თაობაზე კატალონიური კლუბი თავისი საიტით იტყობინება.
აგუერომ "მანჩესტერ სიტიში" 10 წელი ითამაშა, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "ბარსასთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა.
"კუნის" კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა.
"კუნის" კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა.
მან პრემიერლიგის გასულ სეზონში 12 მატჩში 4 გოლი (1 პენალტით) გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.