სერხიო აგუეროს შემდეგ "მანჩესტერ სიტიდან" "ბარსელონაში" 20 წლის მცველი ერიკ გარსია გადავიდა.
ერიკ გარსია "ბარსელონას" აღზრდილია, ინგლისურ კლუბში 2018 წელს გადავიდა, ახლა კი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.
გარსიას "ბარსამ" ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 400 მილიონი ევროა.
მან ორ სეზონში პრემიერლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.