"რეალი" რამოსის გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას ამზადებს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი გუნდს მიმდინარე ზაფხულს დატოვებს და "ბლანკოსში" გამოსამშვიდობებელი ღონისძიების ჩასატარებლად ემზადებიან.

რამოსს კლუბთან კონტრაქტი ამ თვის ბოლოს, 30 ივნისს უმთავრდება. მხარეები მოლაპარაკებებს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე, დაახლოებით, 1,5 წელი მართავდნენ, მაგრამ უშედეგოდ. სერხიოს "რეალში" დარჩენა კიდევ 2 წლით სურდა, კლუბის ხელმძღვანელობამ კი 35 წლის მცველს მხოლოდ 1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. კაპიტანმა უარი თქვა და "რეალმა" მოლაპარაკებები შეწყვიტა.

ახლა კი ფლორენტინო პერესს რამოსთან საუბარი მისი გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ორგანიზებისათვის სურს. რამოსი კი პრესკონფერენციის ჩატარებას ან ზიდანის მსგავსად წერილის დაწერას
აპირებს.

რამოსი "რეალში" 2005 წელს გადავიდა. 10 წლის შემდეგ სერხიო "თეთრების" კაპიტანი გახდა. მადრიდული კლუბის რიგებში რამოსმა 22 ტიტული მოიგო.

მომზადებულია ABC-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილი შენ პერეს! ამას გეუბნები ბარსას გულშემატკივარი. მიუხედავად ჩვენი ისტორიული "მტრობისა" ნამდვილად არ მესიამოვნა, ასეთი ქმედება რამოსის მიმართ.
0

სიახლეები პოპულარული