პანდემიის გამო "ბლაუგრანას" ფინანსური კრისიზი აქვს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ნორვეგიელი ტალანტის გადაბირებას მაინც ოპტიმისტურად უყურებს.
"არვიცი როგორ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ის "ბარსაში" გადმოვა" - განაცხადა პიკემ ინფლუენსერ Ibai Llanos-თან ინტერვიუში.
"დიდებული ფეხბურთელები ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ, ეს ის გადაწყვეტილებაა, რაც კლუბმა აუცილებალად უნდა მიიღოს, და ამაში დარწმუნებულივარ".
33 წლის სერხიო აგუერო რამდენიმე კვირის წინ "ბარსელონას" შეუერთდა.
"მე მას კარგად ვიცნობ, წლებია ჩვენ სოციალური
მედიით გვაკავშირებენ. ჩვენ ერთმანეთის პირისპირ 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში ვითამაშეთ, რადგან სერხიო და მე ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ, თანაც ის ლეოს უახლოესი მეგობარია".
გასულ ზაფხულს "ბარსას" ხელმძღვანელობა ხერარდის გუნდიდან გაშვებას გეგმავდა, თუმცა პიკემ სხვა გუნდში თამაში არ მოინდომა.
"იმ დღეს, როდესაც "ბლაუგრანას" დატოვება მომიწევს, ჩემს დიდებულ კარიერას დავასრულებ, რადგან სხვა გუნდის მაისურს არასდროს მოვირგებ. თუ რონალ კუმანი ჩემთან მოვა და მეტყის, რომ გუნდში აღარ ვჭირდები, მე წავალ, თუმცა სხვა გუნდში არ წავალ, რადგან მე სხვა კლუბის მაისურის მორგების სურვილიც არ მაქვს".
მომზადებულია marca-ს მიხედვით