ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი მემფის დეპაი "ლიონიდან" "ბარსელონაში" გადავიდა, - ამის შესახებ კატალონიური კლუბი იტყობინება.
27 წლის დეპაი უკვე თავისუფალი აგენტი იყო და "ბარსამ" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
გასულ სეზონში მან საფრნგეთის ლიგა 1-ის 37 მატჩში 20 გოლი (8 პენალტით) გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.