"ბლაუგრანას" უწევს ხელფასების განახევრება ან თუნდაც მცირედით შემცირება, რაც შესაძლოა გუნდის კაპიტანს არ სურდეს, ამისთვის კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
გადასახადები
მესის სურს, რომ გადასახედები კარგად იყოს განსაზღვრული, რადგან ცვლილებებმა შესაძლოა არც თუ ისე კარგად იმოქმედოს. თუ "ალბისელესტესა" და "ლურჯ-ბროწეულისფერების" კაპიტანი კონტრაქტს გაახანგძლივებს, მაშინ ყველაფერი ზუსტად უნდა იყოს გაწერილი.
გადახდის პირობები
მესის სურს, რომ ჰქონდეს გარანტირებული
ანაზღაურება, ამ პირობით კი ის ხელშეკრულებას გაანახლებს, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კოვიდ 19-ის კიდევ ერთი ტალღის შემთხვევაში მას ანაზღაურება არ უნდა შეუმცირდეს და არც გადაევადოს.
სპორტული პროექტი
თითქოს ეს ნაკლებ მნიშვნელოვნად ჩანს, თუმცა ასე სულაც არაა, ლეოს სურს, რომ "ბლაუგრანა" კვლავაც კონკურენტუნარიანი გახდეს, რათა დიდი ტიტულების მოსაპოვებლად იბრძოლოს. კატალონიურმა გუნდმა სერხიო აგუერო, ერიკ გარსია და მემფის დეპაი გაიფორმა, რაც გუნდის 10-იანისთვის ძალიან კარგი ამბავია.
ამრიგად, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, მესი დარჩება თუ არა "ბარსელონაში" ამას დრო გვაჩვენებს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით