მესი და "ბარსა" ფულზე ვერ თანხმდებიან - არგენტინელი გარანტიებს ითხოვს

AutoSharing Option
"ბარსელონა" კვლავ აგრძელებს მოლაპარაკებებს ახალი კონტრაქტის თაობაზე ლიონელ მესის წარმომადგენლებთან.

როგორც Marca წერს, არის რამდენიმე საკითხი, რაც ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აფერხებს.

პირველ რიგში, კლუბის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, არგენტინელს გარანტიების მიღება სურს, რომ მას კონტრაქტით გათვალისწინებულ სრულ თანხას გადაუხდიან, იმის მიუხედვად, დაიწყება თუ არა პანდემიის ახალი ტალღა ან ფეხბურთის კრიზისი უფრო გაღრმავდება.

მეორე, მესის მრჩეველებს სურთ იცოდნენ, როგორ აპირებს კლუბი ლეოსთვის იმ ვალის გასტუმრებას, რომელიც ჯერ კიდევ ძველი კონტრაქტიდან დარჩა.

მესამე, მხარეებმა არ იციან, როგორ მოაგვარებს "ბარსელონა" გადასახადების პრობლემებს. თუ კლუბი
მომავალი 2 წლის განმავლობაში ვერ გადაუხდის მესის კონტრაქტით გათვალისწინებულ დავალიანებას, არგენტინელმა აღნიშნული ფული, შესაძლოა, აშშ-ში (კარიერის გაგრძელებას 2023 წლიდან სწორედ იქ აპირებს) მიიღოს. ამიტომ, ფეხბურთელის წარმომადგენლებს აინტერესებს, სად მოუწევს ლიონელს გადასახადების გადახდა - ესპანეთსა თუ ამერიკაში. ამ კითხვას პასუხი "ბარსელონამ" უნდა გასცეს.

ამას გარდა, მესის ჯერ კიდევ ეპარება ეჭვი ახალი პროექტის სიძლიერეში. მართალია "ბლაუგრანამ" სერხიო აგუერო, მემფის დეპაი და ერიკ გარსია უკვე გაიფორმა, მაგრამ ლეო დარწმუნებული არაა, რომ ეს ფეხბურთელები გუნდის სხვა დონეზე ასაყვანად საკმარისი იქნებიან.

წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე, არანაირი მყარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
აქ მარტო ფულის პრობლემა არაა.
ამო
09:49 05-07-2021
0
გაბლატავებული ჰყავთ,ფულის ტომარაა
მახო
00:20 05-07-2021
4

სიახლეები პოპულარული