"რონალდო შეშლილია" - პერესის სკანდალური ჩანაწერები

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ფარული ჩანაწერებისგან დაზღვეული არც ფლორენტინო პერესია. El Confidencial-ი ამჯერად მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის 2012 წლის საუბარს აქვეყნებს, სადაც ის კრიშტიანო რონალდოსა და ჟოზე მოურინიოს ახსენებს. მაშინ ორივე პორტუგალიელი "სამეფო კლუბში" იმყოფებოდა:

"რონალდო შეშლილია, ის იდიოტი, ავადმყოფი ადამიანია. ფიქრობთ, რომ ეს მოთამაშე ნორმალურია? ეს ასე არაა. ნორმალური რომ იყოს, ის იმას არ გააკეთებდა, რასაც ახლა აკეთებს და ეს ყველამ ნახა.

მათი ინტერვიუებიდანაც ჩანს, რონალდო და მოურინიო საშინელი ეგოთი არიან შეპყრობილი. არადა, ბევრად მეტი თანხის გამომუშავება შეეძლოთ, თუკი ყველაფერს სწორად გააკეთებდნენ.

პორტუგალიელი მწვრთნელი ნამდვილი იდიოტია,
რომლის მართვაც ძალიან რთულია.

ამ ორი პორტუგალიელის საერთო აგენტი ჟორჟე მენდეში კი კლიენტებზე ვერანაირ  გავლენას ვერ ახდენს."

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პერესის 2006 წლის ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ის კლუბის ლეგენდებზე, რაულსა და იკერ კასილასზე უარყოფითად საუბრობს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altვინ დარეკავს პირველი - რამოსი თუ პერესი

alt"პირდაპირ გეტყვით, არის შეხვედრები, რომლების ყურებაც შეუძლებელია..." - პერესი ესპანურ რადიოში გამოვიდა და ყველაფერზე ღიად ისაუბრა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული