მესი - კიდევ 5 წელი "ბარსელონაში" და თან განახევრებული ხელფასით

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" ცნობით, თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტს 5 წლით გაახანგრძლივებს. ის თვლის, რომ კიდევ 5 სეზონი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და კლუბი ამ საკითხში ეთანხმება.

მესიმ "ბარსას" წინადადება მიიღო და ხელფასის 50%-ით შემცირებას დათანხმდა, ვინაიდან თვლის, რომ კლუბს რთული დროება უდგას და თანაგუნდელებისთვის სამაგალითო უნდა იყოს. 

სავარაუდოდ, ლიონელის მიერ ხელშეკრულების გაგრძელებას ოფიციალურად ივლისის ბოლოს გამოაცხადებენ.

L’Esportiu de Catalunya კი იტყობინება, რომ ის 2023 წელს გადაწყვეტს, დარჩეს "ბარსელონაში" თუ კარიერა აშშ-ში გააგრძელოს.

გამოცემის მტკიცებით, ახალი შეთანხმების მიხედვით, ლეო პირველ სეზონში
20 მილიონ ევროს მიიღებს, მეორე სეზონში - უფრო მეტს, ხოლო თუ 2023 წელს გუნდიდან წავა, სერიოზულ კომპენსაციას გადაუხდიან.

2023 წელს გუნდში დარჩენის შემთხვევაში, არგენტინელის ანაზღაურება თანდათან კლებას დაიწყებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული