ნელ-ნელა, თუმცა წინ - ლაპორტას გეგმები კარგად მიდის

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ჟოან ლაპორტამ "ბარსელონას" პრეზიდენტობის არჩევნები მოიგო, 134 დღე გავიდა, გუნდი კი უკეთესობისკენ სვლას ნელ-ნელა, თუმცა განაგრძობს.

2020/21 წლების სეზონის შეცვლა შეუძლებელი გახლდათ, კლუბს საბრძოლო სულისკვეთება დაკარგული ჰქონდა, თუმცა ზაფხულიდან მოყოლებული ყველაფერი შეიცვალა.

პირველი დიდი ნაბიჯი პრეზიდენტმა კლუბის მხარდამჭერებისთვის სესხის სახით 525-მილიონიანი დაფინანსების მოპოვებით გადადგა. შეგახსენებთ, ჟოანმა ეს ივნისის ბოლოს გააკეთა.

"ბლაუგრანამ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ფეხბურთელის გაფორმება უკვე მოახერხა. ესენი გახლავთ: ერიკ გარსია, სერხიო აგუერო, მემფის დეპაი და ემერსონი, ზუსტად ისინი, ვინც ამ კლუბის სახელს ღირსეულად
დაიცავს; თანაც აღსანიშნავია, რომ ლაპორტა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.

ხელფასის შემცირება

Sportall.Ge

გუნდის ხელმძღვანელობას ფეხბურთელებთან ხელფასის დაკლებაზე საუბარი მოუწია. მათგან უმეტესობამ თანხმობა განაცხადა. თუ საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე გამოვა, როგორც საჭიროა, მაშინ "ბლაუგრანას" ბიუჯეტი 10-15%-ით გაიზრდება.

მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს, მაგალითად, როგორიცაა ანტუან გრიზმანი, კლუბიდან გაუშვებენ (ამ უკანასკნელის მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველში, საულ ნიგესში გაცვლას აპირებენ).

მესის კონტრაქტის განახლება

Sportall.Ge

მას შემდეგ, რაც ლაპორტა "ბარსელონას" ხელმძღვანელობაში დაბრუნდა, ლეოს გუნდში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებდა, არგენტინელი ფეხბურთელი კი გუნდში კიდევ რამდენიმე წლით დარჩება, რაც დიდწილად ჟოანის დამსახურებაა.

სუპერლიგა

მას შემდეგ, რაც სუპერლიგას ამხელა გამოხმაურება მოჰყვა, კატალონიურმა გრანდმა გაერთიანება საკუთარი ინიციატივით დატოვა, რაც სწორი და დროული გადაწყვეტილება გახლდათ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 4 /
ვეთანხმები წინა გამომსვლელებს: როდის დატოვა ოფიციალურად ბარსამ სუპერლიგა? რამდენადაც ვიცი, უეფა კვლავ ემუქრება სანქციებით იუვე-რეალი-ბარსას ტრიოს.
ეს ყველაფერი კი კარგია, მაგრამ ამხელა სესხი, რომ აიღო ლაპორტამ უნდა ჩაბმულიყო ჰოლანდისთვის ბრძოლაში. ეს იქნებოდა რეალური ინვესტიცია მომავალში. ბოდიში, მაგრამ არც აგუეროს და არც დეპაის წარმატებული თამაშის ბარსაში არ მჯერა; მათაც გრიზმანის ბედი ეწევათ. ახლა ამ უკანასკნელის დიბალაში გაცვლაზეა საუბარი, მაგრამ დიდად არც იუვეში გამოუჩენია შარშან თავი დიბალას და რას იზამს ბარსაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას...
ბიკენტი
11:20 21-07-2021
0
კი მარა როდის დატოვა "ბარსელონამ" სუპერლიგის პროექტი?! ოფიციალურად ასეთი რამ არ გამოცხადებულა და არც წამიკითხავს აქამდე...
fani
13:28 20-07-2021
0

სიახლეები პოპულარული