"ბარსელონამ" მემფის დეპაი წარადგინა - ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გულახდილად ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" სამშაბათს, 20 ივლისს, მემფის დეპაი ოფიციალურად წარადგინა.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კატალონიელებთან ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა, სეზონის დაწყებამდე კი ემოციები ვერ დამალა და გულახდილად ისაუბრა:

"ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა" - თქვა მემფისმა პრესკონფერენციაზე.

"ჩემი ოცნება ახდა, ბავშვობიდან "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობდი. მიუხედავად დიდხნიანი მოლაპარაკებისა, ყოველთვის მსურდა, რომ ამ ქალაქში მეთამაშა. მადლობა გუნდის პრეზიდენტს, რომ ჩემი ოცნების ახდენაში დამეხმარა".

დეპაიმ რონალდ კუმანზე ისაუბრა და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი თანამემამულის დახმარებით არ მიუღია:

"მინდა ასევე მადლობა გადავუხადო მწვრთნელს. კუმანი მე ცენტრალურ თავდამსხმელად მათამაშებდა.
მასთან თანამშრომლობისას ვიგრძენი თავი კომფორტულად, თუმცა აქ იმ შემთხვევაშიც ჩამოვიდოდი, თუ ჩემი თანამემამულე აქ არ იმუშავებდა. ჩემი ოცნებაა ლიონელ მესის გვერდით ვითამაშო. ამ თემაზე ბევრს არ ვისაუბრებ, ის ფეხბურთის უდიდესი ლეგენდაა. ალბათ ნახავდით, თუ როგორ ითამაშა 2021 წლის კოპა ამერიკაზე. მოუთმენლად ველი იმ წამს, როცა მასთან ერთად მოედანზე გავალ. მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ".

ნიდერლანდელ სპორტსმენზე ჟოან ლაპორტამაც ისაუბრა და მემფისის დედის სიტყვებიც გაიხსენა:

"დეპაის დედამ მითხრა, რომ როდესაც მისი შვილი 5 წლის იყო, მისმა ბაბუამ "ბარსელონას" მაისური აჩუქა. პატარაობიდან მოყოლებული ის კატალონიური გუნდის დიდი გულშემატკივარი გახლდათ! ეს კი წინასწარმეტყველებაა და სხვა არაფერი" - განაცხადა ლაპორტამ.

"დარწმუნებული ვარ, ის ჩემით ძალიან იამაყებდა" - განაცხადა ემოციებისგან დაცლილმა დეპაიმ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული