ლა ლიგამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელევიზიო უფლებების 10% საინვესტიციო ფონდ CVC-ს მიჰყიდა, შემოსული თანხის თითქმის 20%-ს კი ორი ესპანური გრანდი - მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" - გაიყოფს.
ლა ლიგა ფონდისაგან 2,7 მილიარდ ევროს მიიღებს და ამ თანხის 90% კლუბებზე გადანაწილდება.
Marca-ს ინფორმაციით, ამ ფულიდან 270 მილიონ ევროს კატალონიელები მიიღებენ, ხოლო 261 მილიონ ევროს - დედაქალაქელები.
თანხები სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან ბოლო 7 წელში არსებული შემოსავლების მიხედვით გადანაწილდება და კლუბები ფინანსებს სპორტული მიღწევების მიხედვით იღებენ.
ინვესტიციის 15%-ის დახარჯვა კლუბებს
ტრანსფერებსა და ფეხბურთელების კონტრაქტებზე შეუძლიათ, დანარჩენი თანხა კი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოახმარონ.