ლაპორტა: მესი ფეირ-პლეიმ დაგვაკარგვინა, "ბარსას" ვერ დავანგრევდი

AutoSharing Option
"აქ იმისთვის ვარ, რომ მესისთან დაკავშირებული სიტუაცია ავხსნა. თავიდან უნდა ვთქვა, რომ საშინელი ფინანსური მდგომარეობა გვაქვს.

ხელფასებზე შემოსავლის 110% იხარჯება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებაზე მოქმედების საშუალება არ გვაქვს. ვითარება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე გვეუბნებოდნენ.

ამ ყველაფერს ფინანსური ფეირ-პლეი (ხელფასებზე შემოსავლის, მაქს. 70% უნდა დაიხარჯოს) ემატება, რომლის მიხედვითაც მესის ახალი კონტრაქტი ძალაში ვერ შევიდოდა. ამ ვითარებაში, ლა ლიგის მიერ დადებულ გარიგებაზე (სატელევიზიო უფლებების გასხვისებით შემოსული ფულიდან 10% "ბარსას" უნდა მიეღო) უარი ვთქვით, რადგან ამ შემთხვევაში ნახევარი საუკუნე ვალი გვექნებოდა.

"ბარსელონა" მოთამაშეებზე, მწვრთნელებსა და დირექტორებზე მაღლა დგას. ვერ მივიღებდი ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კლუბს დაანგრევდა.

ლეოს დარჩენა სურდა, ამ რთულ მდგომარეობაში მყოფები მოლაპარაკებებს რამდენიმე თვე ვაწარმოებდით. ფეხბურთელს სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა, ჩვენ პრობლემას ვერ ვაგვარებდით და პროცესი ოდესმე უნდა დასრულებულიყო.

თავიდან 2-წლიანი კონტრაქტი შევთავაზეთ, ხელფასს კი 5 წელზე გადავანაწილებდით. მესი მზად იყო ნებისმიერი ფორმით დაგვხმარებოდა და ხელი შეეწყო. შემდეგ 5-წლიან კონტრაქტზე შევთანხმდით, არადა, 2 წელზე გვქონდა გათვლა. თუმცა მაინც არაფერი გამოვიდა", - თქვა ლაპორტამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
მესის გაშვებით, უკვე დაანგრიეთ ბარსა. ჯერ უტიფარმა ბართომეუმ და ეხლა შენ..ყოჩაღთ მაგრად გყვარებიათ ლეგენდები და ბარსა.
ავთო
17:51 06-08-2021
8
ფული არ აკლია მესის, თუ უნდოდა დარჩენილიყო.
ლუკა
17:16 06-08-2021
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული