და მესი ატირდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ლიონელ მესი "ბარსელონასთან" გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ატირდა...

"არასდროს წარმომედგინა, რომ გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ასე ვიტყოდი და არა ფანებთან ერთად.

კლუბს ისე ვტოვებ, გულშემატკივრები წელიწადნახევარია არ მინახავს.

სამწუხაროდ, ასე გამოვიდა, თუმცა მადლობა მინდა გადავუხადო მათ იმ უდიდესი სიყვარულისთვის, რასაც ჩემ მიმართ გამოხატავდნენ.

ჩვენი ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ სახლში დავრჩებოდით, ეს ყველაზე მეტად გვინდოდა.

ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან არ მინდოდა ამ კლუბის დატოვება. "ბარსელონა" ის გუნდია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.

ახალი კონტრაქტი შეთანხმებული გვქონდა, შვებულებიდან დავბრუნდებოდი და ხელს მოვაწერდი. მაგრამ, ბოლო
ეტაპზე "ლა ლიგის" გამო შეთანხმება არ შედგა.

გადავდივარ თუ არა პსჟ-ში? ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ბევრი ზარი მივიღე და ვნახოთ, რა იქნება,"- თქვა ლეომ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა წაუყენა ულტიმატუმი "ბარსელონას": ან კონტრაქტის გაგრძელება ლეო მესისთან და უარი თქვას სუპერლიგაზე ან გაუშვას მესი და დარჩეს სუპერლიგის პროექტში!!!
2
ჰკითხეთ ერთი რა უშლის ხელს, რომ დარჩეს? ააახ, ფული არა? მე ასეთ ცრემლებს პატივა არა ვცემ. მაგისმა ხელფასმა გააკოტრა ზუსტად ბარსელონა, რაც მაგან ბარსასთან ერთი წლის წინ ივაჭრა დაგავიწყდათ ხალხო? თუ მეშლება რამე?
7

სიახლეები პოპულარული