"ბარსელონადან" პსჟ-ში გადასულმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ ლა ლიგის მომავალზე გამოთქვა მოსაზრება, რომელმაც უკანასკნელ წლებში არაერთი ვარსკვლავი დაკარგა.
"ლიგებში მნიშვნელოვან როლს გუნდები თამაშობენ. "ბარსელონა" და "რეალი" ჯერ კიდევ იქ არიან, აგრეთვე - "სევილია", "ვალენსია" და "ატლეტიკო". ისინი ტოპ-კლუბები არიან.
გუნდები ყოველთვის რჩებიან და ეს იმაზე არ არის დამოკიდებული, რომ რომელიღაცა ფეხბურთელები წავიდნენ.
ლა ლიგა ჯერ კიდევ დიდი და მნიშვნელოვანი ტურნირია. ფეხბურთელები ადრეც მიდიოდნენ, მაგრამ კლუბები თავიანთ სიდიადეს ინარჩუნებდნენ. ისინი არსებობას აგრძელებდნენ და შედეგებს აჩვენებდნენ.
"რეალს" და "ბარსელონას" გაუჭირდებათ, მაგრამ რამდენიმე წლის
შემდეგ დაბრუნდებიან. მაშინ მათ ესპანური ფეხბურთის ახალი დიდი ვარსკვლავები ეყოლებათ", - თქვა მესიმ "ელ პაისთან" ინტერვიუში.