სერჟინიო დესტმა ლიონელ მესის წასვლასთან დაკავშირებით ESPN-თან ისაუბრა.
"შოკში ვიყავი, როდესაც მან დაგვტოვა, ჩვენ ყველას გვსურდა, რომ ის კლუბში დარჩენილიყო. ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ვიმედოვნებდით, რომ ის კლუბში დარჩებოდა, თუმცა წავიდა...
ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან მესისთან ერთად ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო, მაგრამ თუ ჩვენ კოლექტიურად და სწორად ვიმოქმედებთ წარმატებას მივაღწევთ.
სიმართლე გითხრათ, სავარჯიშო ბაზაზე წარმოუდგენელ სანახაობებს ქმნიდა, მოედანზე კი ზუსტად იგივე გადაჰქონდა, ეს დაუჯერებელი იყო. ჩვენ ყველას გულში გვყავს, ის ლიონელ მესი არის. მისი წასვლა უცნაურია, რადგან კლუბში დიდი
ხნის განმავლობაში თამაშობდა. ჩვენ ვალდებულები ვართ ახალი სეზონისთვის მოვემზადოთ" - განაცხადა სერჟინიომ.
ამერიკელმა სპორტსმენმა ლეოსთან ერთად ჩატარებულ შეხვედრას "სოსიედადთან" 6:1 გამარჯვება დაასახელა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
მომზადებულია marca-ს მიხედვით