ბრეიზუეითმა მესის ნაცვლად ლიდერობა ითავა - დუბლი და საგოლე გადაცემა სოსიედადთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სოსიედადი" 4:2 დაამარცხა.

მესის გუნდიდან წასვლის შემდეგ შესანიშნავად ითამაშა 30 წლის დანიელმა თავდამსხმელმა მარტინ ბრეიზუეითმა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. სხვათა შორის, მან გასულ სეზონში პრიმერას 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნამატჩევს მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ "ბარსა" უფრო გუნდური გახდა, მაგრამ ერჩივნა გუნდში მესი ჰყოლოდა.

22 აგვისტოს "ბარსელონა" სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - სოსიედადი 4:2
გოლები: 1:0 პიკე (19), 2:0 ბრეიზუეითი (45+2), 3:0 ბრეიზუეითი
(59), 3:1 ლობეტე (82), 3:2 ოიარსაბალი (85), 4:2 სერხი რობერტო (90+1)

მკითხველის კომენტარები / 15 /
სათაურზე გამეცინა! მესის შემცვლელიო, კარგით რაა. მესის შემცვლელი აღარ დაიბადება! ნუ ხართ ეიფორიაში. ისე პიკეს ,ალბას და ბუსკესსაც ცოტა ხანში გაუშვებს კუმანი, რაც არ უნდა "დაიკლონ ხელფასები". კუმანიც და ლაპორტაც, არ დაუფასებენ ამ 'თავდადებას".
0
აი ვუყურებდი ბარსას გუშინდელ თამაშს, და თითქოს არა უშავს, უფრო გუნდური გახდა, უფრო ორგანიზებული და ა.შ. გრიზმანს მაინც არაფერი ეშველა... მართალია, პირველი თამაშით შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება; მაგრამ, ყველაზე გულდასაწყვეტი მაინც ის იყო, რომ მგონი ბოლო 30-40 წლის მანძილზე ბარსას რიგებში არ თამაშობს არც ერთი სუპერ-ვარსკვლავი. კრუიფი, მარადონა, ბრაზილიელი რონალდო, რონალდინიო, მესის მთელი ეპოქა, რომელი ერთი გავიხსენო. და ახლა ბრაიტვაიტია მთავარი ვარსკვლავი. ძალიან გულდასაწყვეტია. ლაპორტამ თუ ვერ შეძლო ჰოლანდის შეძენა, ამ შემადგენლობის ბარსა ერთ ჩვეულებრივზე ცოტა ძლიერ გუნდად იქცევა, რომლის უმაღლესი მიზანი იქნება ლა-ლიგის ოთხეულში გასვლა მომვალ წელს ლიგაზე მოსახვედრად...
ბიკენტი
14:50 16-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული