მადრიდის "რეალის" გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
"იმ პერიოდში, რაც მე ვთამაშობ, საუკეთესო კრიშტიანო რონალდოა. რასაკვირველია, ვითვალისწინებ იმ ფაქტს, რომ სწორედ მან შეიტანა უდიდესი წვლილი იმაში, რომ ამდენი ტიტული მაქვს.
ჩვენ არა მხოლოდ თანაგუნდელები ვიყავით, არამედ ოთახის მეზობლები და ასევე, ჩემთან ახლოს ცხოვრობდა. ის ისეთი პერფექციონისტია, რომ დღემდე გაოცებული ვრჩები.
აი, სწორედ ამიტომ ვერ დავასახელებ ლეო მესის", - თქვა ტონიმ Einfach mal Luppen-ის პოდკასტში, რომელიც თავის ძმასთან ერთად მიჰყავს.
მომზადებულია sports-ის მიხედვით