ჰიონესმა ტონი კროოსი მიწასთან გაასწორა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გერმანიის ნაკრების ევრო 2020-ზე გამოსვლა შეაფასა და ტონი კროოსი მიწასთან გაასწორა.

"კროოსი ძალიან მომწონს, "ბაიერნში" ყოფნისას რამდენიმე მსოფლიო დონის მატჩი ჩაატარა, მაგრამ მისი სტილი მოძველებულია. უნდა ვთქვათ, რომ კროოსი თანამედროვე ფეხბურთს თავისი ჰორიზონტალური პასებით არ შეეფერება.

ახლა თამაში ვერტიკალურად მიმდინარეობს. ფეხბურთელები იღებენ ბურთს და წინ დიდი სისწრაფით მიდიან. ამის ფონზე ინგლისის წინააღმდეგ საშინელი თამაში ვიხილეთ. 0:1-ს ვაგებდით, კროოსი კი თამაშს ანელებდა და ცენტრიდან არ უტევდა.

მისი სტილი დასრულებულია, ბურთი სულ ფლანგებზე გადაჰქონდა და ოპონენტიც
თავს ორგანიზებულად იცავდა.

კროოსი ევროპის ჩემპიონატზე არ უნდა წაეყვანათ. პირველი ორი მატჩი გერმანიის ნაკრებმა მშვენივრად ჩაატარა. მესამე შეხვედრაში ლიოვმა კროოსი შემოაჭენა, არადა, მისი ადგილი თანამედროვე ფეხბურთში არ არის. კარიერის დასრულების შემდეგ "ბაიერნში" ბალახის მკრეჭავადაც არ ავიყვანდი", - თქვა ჰიონესმა.

ციხეგამოვლილი ექსპრეზიდენტის სიტყვები კომენტარის გარეშე არც კროოსს დაუტოვებია, თუმცა, ულისაგან განსხვავებით, თავშეკავებული და მშვიდი იყო.

"ული ჰიონესს დიდი საფეხბურთო ცოდნა აქვს (თუმცა ტელევიზია RTL-ისთვის საკმარისი არა). მასთან დაპირისპირებაში შესვლის სურვილი თითქმის არ მაქვს და ყველაფერს მშვიდობიანად ვუყურებ, როგორც მისი მინდვრის მკრეჭავი." - დაწერა ტონიმ "ტვიტერზე".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კროოსი იყო საშინელი და ლიოვი ბრწყინვალე? ბატონმა ჰიონესმა თუ იცის, რომ გერმანიის ნაკრების წარმატება გუნდურობაშია და არა ინდივიდუალიზმში. გერმანიის ნაკრები 2016 წლის მერე რომ ცოდვილობს, ეგეც კროოსის ბრალია? ეს ფეხბურთელი მადრიდის რეალის წამყვანი ფეხბურთელია და საკუტარ ნაკრებს არ არგია? სად არის ლოგიკა? ჰიონესმა ჯობია ლიოვზე ისაუბროს, რომელმაც გერმანიის ნაკრები 2018 წლის მსოფლიოზე ჯგუფში ჩატოვა და წელს ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო.
:)))))
13:44 12-07-2021
5

სიახლეები პოპულარული