დეპაი: მესის გაცნობაც კი ვერ მოვასწარი

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ თქვა, რომ პსჟ-ში გადასული ლეო მესის გაცნობა ვერ მოასწრო.

"მისი გაცნობაც კი ვერ მოვასწარი. ის ამერიკის თასზე თამაშობდა, შვებულების შემდეგ გვიან შეუდგა წინასასეზონო სამზადისს და მისალმებაც ვერ მოვასწარი.

შესაძლოა, ამას მაშინ მოვახერხებ, თუ ერთმანეთის წინააღმდეგ ვითამაშებთ ან კლუბში დაბრუნდება. ვინ იცის", - ციტირებს დეპაის კატალონიური "სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 3 /
სამაგიეროდ ხომ გაიცანი: დემბელე, ბრეიტი, ლანგლე, უმტიტი, გრიზმანი, აფერისტი პიკე, ძუნწი ალბა, და დანარჩენები?
გია
10:09 20-08-2021
3
ბედის დაცინვა}} დეპაის უნდა ეცვას ბარსას ფორმა და მესის სხვა გუნდის? ფუი ამის დედაც.
0

სიახლეები პოპულარული